პარლამენტმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას, რომლის თანახმად, საქართველო 45 მილიონ ევროს სესხულობს, მხარი დაუჭირა. შესაბამისი დადგენილების პროექტი 87 ხმით დამტკიცდა.
კერძოდ, საუბარია საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (EBRD) შორის 30 მარტს გაფორმებულ სასესხო შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, 45 მილიონი ევრო სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება. რაც შეეხება სესხის ვადიანობას და პირობებს, სესხის ხანგრძლივობა 25 წელია, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი ფიქსირებულია და 1.25%-ს შეადგენს.
სესხი ქვეყანაში შემდეგი რეფორმის ჩატარებაზე მიიმართება: მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის მექანიზმის შექმნა; სახელმწიფო ინვესტიციების მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო შესყიდვების სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება; კონკურენციის დონის გასაუმჯობესებლად, კონკურენციის სააგენტოს მმართველობის გაძლიერება; მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.