კონკურენციის სააგენტომ „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიმართ, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
შესაბამის ბაზარზე, კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი და საკითხის შესწავლა დაევალათ. ცნობისთვის, არაკეთილსინდისიერ კონკურენციად ითვლება ეკონომიკური აგენტის ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტთა და მომხმარებელთა ინტერესებს.