კორინავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, ევროკომისია ევროკავშირის მოსაზღვრე 10 ქვეყნისთვის მაკროფინანსური დახმარების ახალი პაკეტის ინიციატივით გამოდის.
საუბარია Team Europe-ს დახმარების პროგრამის განხორციელებაზე, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 3 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ თანხიდან საქართველო 150 მილიონ ევროს მიიღებს, ყველაზე დიდ ნაწილს, კერძოდ კი 1,2 მილიარდ ევროს უკრაინა მიიღებს.
ამასთან, ალბანეთი მიიღებს 180 მილიონ ევროს, ბოსნია და ჰერცეგოვინა - 250 მილიონ ევროს, იორდანია - 200 მილიონ ევროს, კოსოვო - 100 მილიონს ევროს, მოლდოვა -100 მილიონს ევროს, მონტენეგრო - 60 მილიონ ევროს, ჩრდილოეთ მაკედონია -160 მილიონ ევროს და ტუნისი 600 მილიონ ევროს.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერასთან ერთად, ამ თანხით შეუძლიათ ქვეყნებს ხელი შეუწყონ მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებას და შექმნან პირობები მოქალაქეების სოციალური პირობების დაცვისთვის. ასევე მოხდეს კოროვირუსული პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება,, ”- ნათქვამია განცხადებაში.