ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 416-მდე, ხოლო გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 105-მდე გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 416-მდე, ხოლო გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 105-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ფეისბულაივის საშუალებით განაცხადა.

„დღის განმავლობაში უკვე დამატებულია ხუთი შემთხვევა და მათი უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული შემთხვევების და მათი ეპიდკვლევა დაწყებულია. გამოჯანმრთელდა 105. სამწუხაროდ, სულ გვაქვს გარდაცვალების ხუთი შემთხვევა“, - განაცხადა ამირან გამყრელძემ.

მისივე თქმით, კვლავ დიდ კლასტერებს წარმოადგენს ბოლნისისა და ქობულეთის ჯგუფები, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ბოლნისში გაკეთებული ხუთასამდე ტესტიდან მხოლოდ სამ პაციენტს გამოუვლინდა კოვიდ19-ი ინფექცია.