აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩინეთს მოუწოდებს, გარეული ცხოველების ბაზრობები სამუდამოდ დახუროს.
პომპეომ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაზრობებზე გარეული ცხოველებით ვაჭრობასა და ზოონოზურ დაავადებებს შორის არსებული კავშირის გამო ჩინეთმა უნდა დახუროს ყველა ბაზრობა, სადაც გარეული ცხოველებით უკანონოდ ვაჭრობენ.
„გარეული ცხოველებით ვაჭრობასა და ზოონოზურ დაავადებებს შორის არსებული მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, აშშ მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ცხოველების ბაზრობები და ზოგადად, ყველა ბაზრობა, სადაც გარეული ცხოველებით უკანონოდ ვაჭრობენ, სამუდამოდ დახურონ,“- ნათქვამია პომპეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მედია კორონავირუსის გავრცელებას ჩინეთის ქალაქ უხანში მდებარე ცხოველების ბაზრობას უკავშირებს. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა მსოფლიოში 180 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.