ამერიკაში ერთი გალონის ღირებულება 1 დოლარს ჩამოსცდა.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ქართველი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებსაც ავრცელებს, 4 სხვადასხვა შტატიდან.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, რამდენიმე დღის წინ ამერიკული და რუსული ნავთობის ფასი ნეგატიურიც კი იყო. დღეის მდგომარეობით, კი ამერიკული wti ნავთობი ბარელზე 16 დოლარი ღირს, ბრენტის ტიპის კი - 23,20 დოლარია.
ცნობისთვის, 1 გალონი (აშშ) დაახლოებით, 4 ლიტრია.