საქართველოს მთავრობა იმ საქმიანობის, თუ საჭიროებების ნუსხას აქვეყნებს, რომელთა შემთხვევაშიც მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების უფლება მიეცათ. ჩამონათვალის გარდა, განმარტებულია ის საბუთიც, რაც ცალკეულ საქმიანობის შემთხვევაში დასჭირდებათ მოქალაქეებს.
მათ შორის, ჩამონათვალში მოხვდა დისტრიბუციისა და მიტანის სერვისის განმახორციელებელი პირები. კერძოდ, მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ნუსხის მიხედვით:
დისტრიბუციის განმახორციელებელი პირების გადაადგილება:
დისტრიბუციის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისას სპეციალური ნებართვა საჭირო არ არის. დისტრიბუციის განმახორციელებელი პირები უნდა გადაადგილდნენ M2/M3 ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.
ადგილზე მიტანის - „დელივერი“ სერვისი:
საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის ე.წ. „დელივერი“ სერვისების მიწოდება დაშვებულია.