საქართველოს მთავრობა იმ საქმიანობის, თუ საჭიროებების ნუსხას აქვეყნებს, რომელთა შემთხვევაშიც მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების უფლება მიეცათ. ჩამონათვალის გარდა, განმარტებულია ის საბუთიც, რაც ცალკეულ საქმიანობის შემთხვევაში დასჭირდებათ მოქალაქეებს.
მათ შორის, ჩამონათვალში მოხვდა ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში გადაადგილების წესებიც. კერძოდ, მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ნუსხის მიხედვით:
პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული (გასვენება, დაკრძალვა) გადაადგილება:
პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გადაადგილება დაშვებულია ოჯახის წევრებისთვის. აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ მიზნობრივად (პირის დაკრძალვასთან დაკავშირებული საჭიროებები) გადაადგილდნენ, ამ შემთხვევაში მათ თან უნდა ჰქონდეთ გარდაცვალების ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ექიმის ცნობა გარდაცვალების შესახებ (შესაძლებელია ელექტრონული ფორმით).