პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე იმ საკითხების შესახებ საუბრობს, რაც სავალუტო ფონდს აშფოთებს.
ვაშაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ მქონდა ხანგრძლივი საუბარი ვაშინგტონში, სავალუტო ფონდის ცენტრალურ ოფისთან.
სამი საკითხი, რომელიც მათ შეშფოთებას იწვევს:
1. რატომ არ დაიწყო საქართველოს მთავრობამ, ამ დრომდე შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა;
2. რატომ იცრუა 500 მილიონთან დაკავშირებით, რადგან სავალუტო ფონდისგან წელს დამატებით მხოლოდ 280 მილიონის დახმარებაზეა საუბარი. ამასთან არ აქვთ ინფორმაცია, რამდენად რეალურია სამმილიარდიანი დახმარების საკითხიც;
3. რატომ არ იწყება მასობრივ ტესტირება, რადგან შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამუშავების ერთადერთი გზა არის მასობრივი ტესტირება, მათი მონაცემებით საქართველო ყოველდღიურად დაახლოებით 100 მილიონით ღარიბდება;
საქართველოს საკითხის განხილვა სავალუტო ფონდში პირველ მაისს არის ჩანიშნული, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან სისტემური და აქტიური მუშაობა, რათა მოზიდულ იქნას მაქსიმალური ფინანსური რესურსები, რაც საჭიროა კრიზისის გადასალახად,“-წერს ვაშაძე.