ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დამატებით 30 მილიონი აშშ დოლარის დონაცია განახორციელა

ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 30 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ჰუა ჩუნიანგი ავრცელებს.

მისი თქმით, აღნიშნული დონაცია განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებისთვის იქნება გამიზნული. როგორც ჩუნიანგი აცხადებს, ეს ბოლო პერიოდში უკვე მეორე მსხვილი დონაციაა, რომელიც ოფიციალურმა პეკინმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გაიღო. მარტში მათ ჯანმოს 20 მილიონი დოლარი გადაურიცხეს.

ცნობისთვის, გაერო-ს აღნიშნული ინსტიტუტი ცოტა ხნის წინ მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისთვის დროებით ამერიკული დაფინანსების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ტრამპის თქმით, ორგანიზაციამ დროული ზომები ვერ მიიღო პანდემიასთან ბრძოლაში და ის ჩინეთისადმი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.