„ჩვენთან შეთანხმებით, ეკონომიკის უწყება დაგეგმავს იმ ღონისძიებებს, თუ როგორ მოხდება ეტაპობრივად ეკონომიკური საქმიანობის გახსნა"

ჩვენ გვაქვს საკმაოდ კონკრეტული გეგმა ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის უწყება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაქვემდებარებულ ყველა სტრუქტურასთან ერთად მუშაობს და დაგეგმავს ღონისძიებებს, რათა ეკონომიკური საქმიანობის გახსნა ეტაპობრივად მოხდეს.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ კონკრეტული გეგმა ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით. ამასთან, ეპიდემიოლოგები, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ყველა უწყება მუშაობს ეკონომიკის სამინისტროსთან. ჩვენთან შეთანხმებით ეკონომიკის უწყება დაგეგმავს იმ ღონისძიებებს, თუ როგორ მოხდება ეტაპობრივად ეკონომიკური საქმიანობის გახსნა, რაც არ აისახება ისე დრამატულად ეკონომიკაზე, როგორც ეს არის მოსალოდნელი. ამ პრობლემატიკას ვიაზრებთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გახსნისა და დახშობის ეტაპები იყოს თავსებადი ერთმანეთთან და ერთის შენებით არ დავანგრიოთ მეორე კომპონენტი“,- განაცხადა ტიკარაძემ.