1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1854 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1854 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1749 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0105 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4291 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4502 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0211 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.