სოფელ კაბალში ფერმერებისა და დისტრიბუტორებისათვის საბითუმო ბაზრის მოწყობა იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტეში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კიტრის მოსავლის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, დღიურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 80-100 ტონა კიტრი იკრიფება.

„შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საშვებს იმ ფერმერებზე, ვისაც ყოველდღიურ რეჟიმში კიტრის მოსავლის მიღება და მისი რეალიზება უწევთ.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაიგეგმა სოფელ კაბალში გამოყოფილ ტერიტორიზე ფერმერებისა და დისტრიბუტორებისთვის ე.წ. საბითუმო ბაზრის მოწყობა, რაც როგორც უწყებაში განმარტავენ, მოსავლის ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცსს გაამარტივებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.