ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას გიორგი გახარია 14:00 საათზე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, მათი ცნობით, დღეს, 24 აპრილს, 14:00 საათზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წარადგენს.