3 თვის განმავლობაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოქალაქეები დასუფთავების მოსაკრებელს არ გადაიხდიან. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23 აპრილის დადგენილებაშია აღნიშნული.
„ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან.
ფიზიკური პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა,“- ნათქვამია დადგენილებაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სუბსიდირებაზე, ამისთვის განცხადებით უნდა მიმართონ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრის“ ადმინისტრაციას.