ტოპ 5 პროდუქტი, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (402.2 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (306.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (301.4 მლნ. აშშ დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთისგან.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 26 356 800 დოლარი
  • ფეროშენადნობები - 23 913 800 დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 10 593 100 დოლარი
  • სპირტიანი სასმელები - 7 081 100 დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 3 924 000 დოლარი

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 35 489 500 დოლარი
  • ხორბალი და მესლინი - 18 970 500 დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სხვა - 18 323 500 დოლარი
  • ელექტროენერგია - 8 052 000 დოლარი
  • სატელეფონო აპარატები - 7 814 700 დოლარი
ლიკა ამირაშვილი