დაქირავებით დასაქმებულების რიცხვი, რომელთაც შემოსავალი სრულად დაკარგეს, 200 ათასია - „აისეტის“  ვარაუდი

დაქირავებით დასაქმებულების რიცხვი, რომელთაც შემოსავალი სრულად დაკარგეს 200 ათასია, ასეთ ვარაუდს „აისეტის“ კვლევით ინსტიტუტი გამოთქვამს.

ორგანიზაციამ, COVID-19-ის სექტორებსა და შრომის ბაზარზე გავლენების შესახებ მომზადებული მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მოკლევადიან პერიოდში, საქართელოში, უმუშევრობის მასშტაბური ზრდა არის მოსალოდნელი, რასაც მასიური სოციალური პრობლემები მოჰყვება. მათივე შეფასებით, დაქირავებული მუშახელის თითქმის 30 პროცენტი სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგას.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, „აისეტის“ დაშვებებით, დაქირავებული მუშახელის რაოდენობა ქვეყანაში - 860 161 კაცია; დაქირავებული მუშახელის სავარაუდო რაოდენობა კი, რომელთაც შემოსავალი სრულად დაკარგეს - 200 000 კაცია.

თაია არდოტელი