„საბანკო სასხის გადავადებით 600 000 მოქალაქემ ისარგებლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო ამ პერიოდში ის პარტნიორობა, რომელიც შედგა სახელმწოფოს, ეროვნულ ბანკსა და კერძო ბანკებს შორის.
„სახელმწიფოს დახმარებით მოხდა მოქალაქეების სესხის გადავადება 3 თვით, რაც ფიზიკური პირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც მათ უბრალოდ შემოსავალი დაკარგეს და დღემდე ამ შეღავათით უკვე ისარგებლა 600 000-მა ჩვენმა მოქალაქემ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განხორციელდა საბანკო სექტორთან ერთად, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს აქ სახელმწიფოს ჩართულობა და პარტნიორობა, როგორც ეროვნული ბანკის, ასევე კერძო საბანკო სექტორის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.