საქართველოში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.
კერძოდ, გახარიას თქმით, რაღაც პერიოდით სავალდებულო ხდება ქვეყანაში:
- სოციალური დისტანცირების დადგენილი წესების დაცვა;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება;
- იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა;
- დისტანციური მუშაობის გაგრძელება, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა.