პრემიერმა გიორგი გახარიამ დააანონსა, თუ როგორ მოხდება არსებული შეზღუდვების შერბილება.
კერძოდ, მისი თქმით, ორშაბათიდან ნებადართული იქნება:
- მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება;
- ტაქსების ოპერირება;
- ონლაინ ვაჭრობა სრულად (საცალო, საბითუმო)
- მიტანის მომსახურება (ნებისმიერ პროდუქტზე)
- ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა
უკვე ორი კვირის შემდეგ, ანუ 11 მაისიდან კი შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები გახდება დასაშვები:
- მშენებლობა;
- სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
- სამშენებლო მასალების წარმოება;
- ავტო-სამრეცხაოები ავტოსერვისები (სრულად);
- კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
- სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.