საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი.
მისი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ბანკებს გაუჩნდებათ ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი.
„ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბანკებისთვის ლარის რესურსს ვაგრძელებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკებს გაუჩნდებათ ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი, რომელიც, რა თქმა უნდა, გადაცემული იქნება, პირველ რიგში, ეკონომიკაში“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მილიონი ლარი, რასაც ექნება თავისი მიზნობრივი მიმართულებები.
„ეს მიზნობრივი მიმართულებები არის შემდეგი: საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომლისთვისაც განსაზღვრული იქნება 300 მილიონი ლარი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მეწარმეების დახმარებისთვის. აქ, რა თქმა უნდა, ძირითადი მიმართულება და მიზნობრივის ჯგუფი იქნებიან მცირე და საშუალო მეწარმეები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ინსტრუმენტით შევძლებთ 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გამყარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მისცემს გარანტიის საშუალებას 90%-ზე სესხის, ეს არის უკიდურუსად მნიშვნელოვანი განსაკუთრებით იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც დაწყებული აქვთ გარკვეული პროექტები და ამ კრიზისულ პერიოდში გაბედავენ და გადადგამენ ნაბიჯს ახალი მიმართულებებისა და ახალი ბიზნესების შესაქმნელად. თუმცა იმ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ძველი სესხები, რესტრუქტურიზაციის სახით, სახელმწიფო შეეხიდება 30%-ის გარანტირების ნაწილში“- განაცხადა გიორგი გახარიამ.