გიორგი გახარია - ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს 2012 წლიდან სარწყავი წყლის დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერება

ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს 2012 წლიდან სარწყავი წყლის დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა მიმდინარეობს.

მისი თქმით, აღნიშნული პირები სამელიორაციო გადასახადისგან მთელი 2020 წლის განმავლობაში გათავისუფლდებიან.

„სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერისთვის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 2012 წლის შემდეგ ყველა - ფიზიკური თუ იურიდიული პირის სარწყავი წყლის დაგროვილი გადასახადი იყოს გაუქმებული, ჩამოეწეროს, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს და ასევე, 2020 წლის სამელიორაციო საფასურისგან სრულად განთავისუფლდება, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი“,- განაცხადა გახარიამ.