როდემდე იქნება სავალდებულო დისტანციურ რეჟიმში მუშაობა

პრემიერმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პრეზენტაციაზე გაჟღერდა ის ეტაპები, თუ როდის და როგორ მოხდება არსებული შეზღუდვების მოხსნა.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, გარკვეული პერიოდით საქართველოში სავალდებულო იქნება: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება და დისტანციური მუშაობის გაგრძელება, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერის წარდგენილი გეგმის მიხედვით, ყველა სახის საქმიანობის აღდგენა არადისტანციურ რეჟიმში გეგმის ბოლო მე-6 ეტაპზეა დაგეგმილი. კერძოდ, გახარიას განცხადებით, 6 ივლისიდან უკვე აღდგება ყველა სხვა სახის საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში.

თაია არდოტელი
რა დრო დასჭირდება სარესტორნო ბიზნესს პანდემიამდე არსებული მდგომარეობის დასაბრუნებლად - ასოციაციის პროგნოზი
როგორ ეხმარებიან პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილებს მეზობელი და ბალტიის ქვეყნები - სტუმულირების პაკეტები EPRC-ის მიმოხილვაში
ნიშნავს თუ არა საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის დაწესება ხელფასის ზრდას - ფინანსთა სამინისტროს განმარტება