რომელი დაწესებულებები გაიხსნება 6 ივლისიდან

პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს დააანონსა თუ როგორ მოხდება არსებული შეზღუდვების შერბილება.

კერძოდ, მისი თქმით, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან ნებადართული იქნება:

  • მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება;
  • ტაქსების ოპერირება;
  • ონლაინ ვაჭრობა სრულად (საცალო, საბითუმო)
  • მიტანის მომსახურება (ნებისმიერ პროდუქტზე)
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

უკვე ორი კვირის შემდეგ, ანუ 11 მაისიდან კი შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები გახდება დასაშვები:

  • მშენებლობა;
  • სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • სამშენებლო მასალების წარმოება;
  • ავტო-სამრეცხაოები ავტოსერვისები (სრულად);
  • კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
  • სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

კიდევ ორი კვირის შემდეგ კი, ანუ 25 მაისიდან დასაშვები გახდება:

  • საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა), რომლებსაც გააჩნიათ, დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან;
  • ყველა ტიპის ღია ბაზრობა;
  • ყველა ტიპის წარმოება;
  • საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი უკვე დაიწყება 8 ივნისიდან. ეს ეტაპი შეეხება და შესაბამისად, 8 ივნისიდან ნებადართული გახდება:

  • სავაჭრო მოლები;
  • ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით)
  • ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;
  • სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

ორი კვირის შემდეგ ანუ 22 ივნისიდან დაიწყება უკვე გეგმის მე-5 ეტაპი, რომლის შედეგადაც 22 ივნისიდან ნებადართული გახდება:

  • დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები;
  • ყველა ტიპის რესტორანი/კვების ობიექტი (ადგილზე მომსახურებით).

გეგმის ბოლო მე-6 ეტაპი კი უკვე 6 ივლისიდან დაიწყება. შესაბამისად, 6 ივლისიდან ნებადართული იქნება და გაიხსნება შემდეგი დაწესებულებები:

  • გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა;
  • აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი;
  • სასტუმროები;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • ყველა სხვა სახის საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

თაია არდოტელი
როდემდე იქნება სავალდებულო დისტანციურ რეჟიმში მუშაობა
როდიდან გაიხსნება რესტორნები, სავაჭრო მოლები და სილამაზის სალონები
საქმიანობები, რომელიც 27 აპრილიდან დაიშვება