რა დახმარებას მიიღებს ბიზნეს სექტორი - მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა

მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია კერძო ბიზნესის დახმარება.

უფრო კონკრეტულად, ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება - წელს ბიზნესი დამატებით მიიღებს 600 მლნ ლარს.

ამასთან, კომერციულ ბაკებს მიეწოდებათ 600 მლნ ლარის გრძელვადიანი რესურსი.

ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მლნ ლარი, მათ შორის:

საკრედიტო-საგარანტიო სქემა

ბიუჯეტი 300 მლნ ლარი - გარანტიით გაიცემა 2 მლრდ ლარის საკრედიტო პორტფელი

გარანტია ახალ სესხზე - 90%

რესტრუქტურიზაციაზე - 30%

„ბანკების შემთხვევაში მათ გაუჩნდებათ ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი, რომელიც რა თქმა უნდა, პირველ რიგში გადაცემული იქნება ეკონომიკაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.