ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ინდმეწარმე, რომელიც საშემოსავლო დეკლარაციას ავსებდა, გაფორმებული იყო თანამშრომლად და დაკარგა სამსახური, მთავრობისგან 6-თვიან დახმარებას მიიღებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მაჭავარიანმა აღნიშნა, თანამშრომლად გაუფორმებლობის შემთხვევაში, დახმარება იქნება ერთჯერადი, 300 ლარის ოდენობით.
„ინდმეწარმეები, რომლებიც საშემოსავლო დეკლარაციას ავსებდნენ, იყვნენ თანამშრომლად გაფორმებულები და დაკარგეს სამსახური, ისინი მიიღებენ 6-თვიან პაკეტს, თუ არ იყვნენ გაფორმებულები თანამშრომლად, მაშინ მიიღებენ ერთჯერად დახმარებას, როგორც არაფორმალურ სექტორზეა”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, პირი, რომელსაც ორი სამსახური ჰქონდა და ერთი დაკარგა, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.