საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა და შემცირება ხდება.
მინისტრის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში 1000 და 2000-ლარიანი ხარჯების შემცირებაც კი მოხდა.
„არის ისეთი აქტივობები, რომლებიც ბუნებრივად მცირდება ამ შეზღუდვებთან დაკავშირებით. მაგალითად: ტურიზმის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხები, იქნებოდა ეს check in Georgia -ს ფარგლებში თუ სხვა ტიპის აქტივობები, რომლებიც ტურიზმის ადმინისტრაციას ჰქონდა, იქაც ბუნებრივი კლებაა. ამის გარდა, არის სხვა ტიპის ხარჯები, რომლებიც ბუნებრივად მცირდება, მაგალითად როგორიც არის მივლინების ხარჯები, გადაადგილების ხარჯები. არსებობს უამრავი სხვა ტიპის ხარჯები, რგორიც არის წვრილმანი საქონელი, იქნება ეს ტექნიკის შესყიდვა თუ სხვა. ჯამში სამასი მილიონი აქედან გროვდება. პირველი, არის ის კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ბუნებრივად ამ შეზღუდულობის გამო მცირდება. საკმაოდ დეტალებში მივდივართ და არის შემთხვევები, რომ 1000 და 2000-ლარიანი ხარჯებიც კი შევამცირეთ“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.