აზერბაიჯანი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 27 აპრილიდან იწყებს

აზერბაიჯანი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 27 აპრილიდან იწყებს. ამ ინფორმაციას ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

შტაბის განცხადებით, მომდევნო კვირიდან ქვეყანაში საკანცელარიო ნივთების, გაზეთებისა და წიგნების გაყიდვა ნებადართული გახდება. ამასთან, ორშაბათიდან აზერბაიჯანში ინდივიადუალური და სარეპეტიტორო სასწავლო პროცესი აღდგება.

ამის შემდგომ ქვეყანაში ეტაპობრივად გაიხნება კომპიუტერული ტექნიკის, ტანსაცმლისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზიები. დიდი სავაჭრო ცენტრები ქვეყანაში დროებით დახურული იქნება.

ბოლო 24 საათის მანძილზე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაიფიცირებულთა საერთო რიცხვი 1 592-მდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით კიდევ ერთი პირი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 17 შეადგინა.