„ახალგაზრდა ფერმერს 4 ტონა პომიდორი გაუფუჭდა“

ახალგაზრდა ფერმერ ია ლომიას 4 ტონა პომიდორი გაუფუჭდა, - ამის შესახებ ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მას მეურნეობა ზუგდიდში, სოფელ ცაისში აქვს. მის გვერდით სხვა სათბურებია და მათაც ტონობით მოსავალი გაუფუჭდათ. ხვალ კვლავ აპირებს დაკრეფას, თუმცა, არ იცის, ექნება თუ არა, რეალიზების საშუალება. არცერთი სადისტრიბუციო მანქანა აღარ მოძრაობსო. იმედია, ორშაბათიდან რაღაც შვებას იგრძნობს. ეს მისი პირველი ინვესტიცია და პირველი ცდა იყო სოფლის მეურნეობაში და იმედგაცურებაც დიდი აქვს“, - წერს გიგაშვილი.

„ბიზნესპრსნიუსი“ თავად ფერმერსაც დაუკავშრდა. როგორ ია ლომაიამ გვითხრა, სადისტრიბუციო მანქანები არ დადიან და პროდუქტი ასე გვიფუჭდება: „ასეთ სიტუაციაში მხოლოდ მე არ ვარ, ძალიან ბევრია, ვისაც სათბური აქვს.

გვესმის, რომ ძალიან რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენც მოგვხედოს ვინმემ, რომ მოყვანილი პროდუქტი გავყიდოთ. სხვას არაფერს ვითხოვთ", - განაცხადა ია ლომაიამ.

ელზა წიკლაური