რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ პირებს, ვისთვისაც ორშაბათიდან საქმიანობა ნებადართული გახდება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ის ძირითადი საქმიანობები დაასახელა, რომელიც ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიშვება.

კერძოდ, საქმიანობები, რომლებიც 2 დღეში ნებადართული იქნება არის:

  • მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება
  • ტაქსების ოპერირება
  • ონლაინ ვაჭრობა სრულად (საბითუმო და საცალო)
  • მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა

თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრემიერის განცხადებით, საუბარია, იმ ობიექტებზე რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს. მათ შორის, ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება; ე.წ. ონლაინ ვაჭრობა დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილზე/საწყობში არაუმეტეს 5 ადამიანი იქნება.

თაია არდოტელი
რა დაუჯდა სახელმწიფოს სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად გამოყენება - სასტუმროები, რომლებიც მლნ-ზე მეტს იღებენ
რომელი დაწესებულებები გაიხსნება 6 ივლისიდან
როდემდე იქნება სავალდებულო დისტანციურ რეჟიმში მუშაობა