ზაფხულში ზარალი, სავარაუდოდ, 1,5 მლრდს მიაღწევს - შალვა ალავერდაშვილი ტურიზმსა და სასტუმრო ბიზნესზე

კორონავირუსით დაზარალებულ სექტორებს შორის, ერთ-ერთი პირველი ტურიზმი და ყველა ის სერვისია, რომელიც მათ მომსახურებას უზრუნველყოფდა. პანდემიის შედეგად, სასტუმროების უმრავლესობა დაიკეტა, მცირე ნაწილი კი საკარანტინე ზონად გადაკეთდა.

როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, გასულ გაზაფხულს მიღებულ ზარალს, ანუ 750 მლნ აშშ დოლარ სასესხო ვალდებულებას, წელს კიდევ ამდენი დაემატება და საერთო ჯამში, ზაფხულისთვის, 1,5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

მისივე ინფორამციით, ამ დროსითვის საკარანტინე მომსახურებას მხოლოდ 83 სასტუმრო აგრძელებს, სხვა ყველა ობიექტი დახურულია.

რაც შეეხება გამოსავალს, შალვა ლავაერდაშვილის თქმით, ამ ეტაპზე უბრალოდ არ არსებეობს.

„750 მლნ დოლარი, რასაც ტურიზმის სექტორი გაზაფხულზე ნახავს, ეს არის ერთი ზარალი, ეს იყო სესხის სახით აღებული, შარშანდლიდან გამომდინარე. წელს გაზაფხულზე იყო იგივე ციფრი და ზაფხულში ჯამში 1,5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

ამ ეტაპზე პროფილი არცერთ სასტუმროს არ შეუცვლია, მხოლოდ 83 სასტუმროა საკანატინე ზონად გადაკეთებული, დანარჩენი ყველა ობიექტი დახურულია.

ამ ეტაპზე, გამოსავლი არ არსებობს. სრულად ვემორჩილებით კარანტინის განკარგულებას “,-ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში 40 621 ადამიანია დასაქმებული, 2019 წლის მხოლოდ მეოთხე კვარტალში კი, ამ სეგმენტის ბრუნვა 531 მლნ ლარი იყო.

რაც შეეხება მთლიან 2018 წელს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის ბრუნვა 1,811 მლრდ ლარი შეადგინა.

ამასთან, სასტუმრო ბიზნესში დასაქმებულთა მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია. კერძოდ, მათი რაოდენობა 2014 წელს - 31 330 ადამიანს შეადგენდა, 2015 წელს - 33 925-ს, 2016 წელს - 37 431-ს, 2017 წელს - 42 154-ს, 2018 წელს - 45 663-ს, 2019 წლის მეოთხე კვარტალში კი - 40 621-ს.

ნინი ქეთელაური
რამდენი  დასაქმებული  და თვითდასაქმებული გვყავს და რამდენს დაეხმარება მთავრობა
რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ პირებს, ვისთვისაც ორშაბათიდან საქმიანობა ნებადართული გახდება
რა დაუჯდა სახელმწიფოს სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად გამოყენება - სასტუმროები, რომლებიც მლნ-ზე მეტს იღებენ