„აი სი არ ჯგუფი“, რომელიც ფეხსაცმლის, ტანსაცმლის და აქსესუარების საერთაშორისო ბრენდების რამდენიმე ათეულ მაღაზიას აერთიანებს, ზამთრის კოლექციას ფასდაკლებით გაყიდის. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელი, ბიზნესმენი კახა ხაზარაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.
როგორც ცნობილია, „აი სი არ ჯგუფმა“, რომელიც ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს, 2020 წლის პირველი კვარტალი 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზარალით დაასრულა.
„ იანვარი, თებერვალი და მარტის ნახევარი ზამთრის კოლექციის ფასდაკლებებს ხმარდება ხოლმე. ივნისში საშუალება თუ მოგვეცა, ეს საქონელი ფაქტობრივად, ფასდაკლებით უნდა გავყიდოთ. მეორე პრობლემა გვიდგას, რომ ზამთრის კოლექციის საყიდლად ნაღდი ფული გვჭირდება და ამ თანხის გენერირება თუ ვერ მოვახერხეთ და ორ კვირაში ვერ შევუკვეთეთ, შემოდგომაზე ზამთრის კოლექციის გარეშე დავრჩებით. კომპლექსურია ეს ყველაფერი“,-აცხადებს ხაზარაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
მოამზადა მარიამ ტიტვინიძემ