იტალია უცხოელი ტურისტებისთვის წლის ბოლომდე იკეტება

იტალია 2020 წლის ბოლომდე უცხოელ ტურისტებს აღარ მიიღებს - ამის შესახებ LA Repubblica წერს.

გამოცემასთან საუბრისას ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ განაცხადა, რომ ”საზღვრების გახსნა დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ცალკეული სახელმწიფოს პოლიტიკაზე”.

ამავდროულად, ფრანჩესკინიმ აღნიშნა, რომ მაისში მუზეუმები და ძირითადი ღირშესანიშნაობები, რომლებიც კორონავირუსის გამო დაიხურა, განაახლებენ მუშაობას. თუმცა მისივე თქმით, კოლიზეუმი და პომპეი ჯერჯერობით ვიზიტორებს ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ იტალია გახდა ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც COVID-19-ით გარდაცვალების ყველა დიდი მაჩვენებლი დაფიქსირდა. ამ დრომდე ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 195 351 შემთხვევა, დაიღუპა 26 384 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 63 120 ადამიანი.

“მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და ასაღები ვალები ბევრ კითხვებს აჩენს”
"დაპაუზებულ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა არ მოგვიწევს" - როგორ შეაკავებს მთავრობა გაჭირვების პანდემიას?
ვის შეეძლება 27-28 პრილს ჩაკეტილ დიდი ქალაქებში დაბრუნება