რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეაჩერა

რუსეთმა ხორბლის და სხვა მარცვლეული პროდუქტების ექსპორტი ფაქტობრივად, სრულად შეაჩერა.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა ძალაში 2020 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება. ექსპორტის შეზღუდვა არ შეეხებათ მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს.

ცნობისათვის, 2020 წლის 1-ელ აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარცვლეული კულტურების ექსპორტზე არასატარიფო კვოტა დააწესა, საუბარი იყო 7 მლნ ტონა პროდუქციაზე. როგორც რუსული მედია წერს, ეს კვოტა ქვეყანამ სრულად ამოწურა. ამიტომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ექსპორტის აკრძალვაზე.

სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, შემაკავებელი ღონისძიება ხელს შეუწყობს მარცვლეულის ფასების სტაბილიზაციას ქვეყნის შიგნით და მოთხოვნის დაკმაყოფილებას.