ვის შეეძლება 27-28 პრილს ჩაკეტილ დიდი ქალაქებში დაბრუნება

დღეიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 2 დღით ნებადართული ხდება. თუმცა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

როგორც ცნობილია, თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა.

"27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით და არა სხვა მიზნებით, ხაზს ვუსვამ - მხოლოდ ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების მიზნით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ, იურიდიულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

ამასთან, კვლავ გვსურს განვაცხადოთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე შესაძლოა, მოხდეს როგორც მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადის გადახედვა",- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

"დაპაუზებულ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა არ მოგვიწევს" - როგორ შეაკავებს მთავრობა გაჭირვების პანდემიას?
ეკონომიკური საქმიანობები, რომელიც დღიდან დასაშვები ხდება
იტალია უცხოელი ტურისტებისთვის წლის ბოლომდე იკეტება