იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, დღეიდან ქუთაისში ერთ-ერთი აგრარული ბაზრის გახსნაა დაგეგმილი.
როგორც მან განაცხადა, სხვა მუნიციპალიტეტებში ბაზრების ხელმძღვანელებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები იყოს დაცული.
რაც შეეხება სოფელ ღვანკითს, სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ამ დროისთვის სოფელში 50-მდე პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. ამასთან, მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, იმერეთში ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.