შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, არ ვრცელდება იმ ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით კვლავ მოქმედებს „კომენდანტის საათიც“.
„ეს შემსუბუქება შეზღუდვების არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე და იმ ადმინისტრაციულ ერთეულებზე სადაც ჩვენ გვაქვს დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი. ამის გარდა ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში, განაგრძობს მოქმედებას და მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეღუდვას ღამის 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე,“- განაცხადა ჩიქოვანმა.