მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3.89 მლრდ ლარით გაიზარდა

მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3.89 მლრდ ლარით გაიზარდა, - ამის შესახებ კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 3.89 მლრდ ლარით, ანუ 8.42 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.39 პროცენტით შემცირდა) და 2020 წლის პირველი აპრილისათვის 50.13 მლრდ ლარი შეადგინა.

„2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 4.98 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 9.94 პროცენტია”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.