გერმანული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ Adidas-მა 2020 წლის პირველი კვარტალი 93%-იანი წაგებით დაასრულა.
გაყიდვები კი კომპანიას 19%-ით შეუმცირდა. როგორც Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, უფრო ნეგატიური იქნება მეორე კვარტალი, Adidas-I ამ პერიოდში გაყიდვების 40%-იან კლებას პროგნოზირებს.
Adidas– ის საოპერაციო მოგება პირველ კვარტალში 65 მილიონ ევრომდე შემცირდა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ანალიტიკოსების მოლოდინი იყო - 263 მილიონი ევრო.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა მაღაზიები. Adidas-ში აცხადებენ, რომ წლის შემოსავლებთან და გაყიდვებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რამდენადაც უცნობია, თუ როდის გაიხსნება მაღაზიები და პანდემიის ფონზე, როგორი იქნება მოთხოვნა.
ამ დროისთვის მსოფლიოში Adidas-ის მაღაზიების 70%-ზე მეტი დაკეტილია. პირველ კვარტალში ონლაინ გაყიდვების 35%-იანი ზრდა მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურებს ზარალს მაღაზიების დახურვის შედეგად.