OPEC-ის პროგნოზით, ნავთობის ფასი 2020 წლის მეორე ნახევარში 40 დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ალჟირის ენერგეტიკის მინისტრმა მუჰამედ აკრაბმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ”ბაზრებზე პოზიტიური სიგნალი“ უკვე შეინიშნება. პროგნოზის თანახმად, მაის-ივნისში, OPEC+-შეთანხმებების შესრულების შედეგად, მსოფლიო ფასები საშუალოდ ბარელზე 35 დოლარამდე გაიზრდება.
აკრაბმა ასევე აღნიშნა, რომ, OPEC +– ის გადაწყვეტილებების გარდა, ფასების ზრდას ხელს შეუწყობს იმ აკრძალვების მოხსნა, რომელიც ქვეყნებმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დააწესეს.
შეგახსენებთ, რომ OPEC + - ის ქვეყნები აპრილის შუა რიცხვებში შეთანხმდნენ, რომ პირველი მაისიდან ნავთობის შემცირებას დაიწყებდნენ. ამ შეთანხმების თანახმად, მაის-ივნისში, ნავთობის წარმოება შემცირდება დღიურად 9.7 მილიონი ბარელით.