კომერციულმა ბანკებმა სერვის-ცენტრების რაოდენობა შეამცირეს

კომერციულმა ბანკებმა ერთ თვეში სერვის-ცენტრების რაოდენობა 42 ერთეულით შეამცირეს - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.

უფრო კონკრეტულად, 2020 წლის თებერვალში ბანკების სერვისცენტრების რაოდენობა შეადგენდა 830 ერთეულს, მარტში კი ეს მაჩვენებელი 788-მდე შემცირდა. იგივე დარჩა ფილიალების რაოდენობა - ქვეყანაში მოქმედ 15 ბანკს სულ 154 ფილიალი აქვს.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, მარტში არ შემცირებულა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა და თებერვლის ანალოგიურად, გასულ თვესაც ბაზარზე 45 მისო ოპერირებდა.

რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, აქაც შემცირება 42 ერთეულით მოხდა. კერძოდ, თუ თებერვალში საქართველოში სულ რეგისტრირებული იყო ვალუტის გადამცვლელი 842 პუნქტი, მარტში ეს მაჩვენებელი 800-მდე შემცირდა.