ქუთაისში აგრარული ბაზრები გაიხსნა

დღეიდან ქუთაისის აგრარულმა ბაზრებმა მუშაობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ ქალაქის ცენტრალური, „ნიკეასა“ და ჭავჭავაძის ქუჩებზე მდებარე აგრარული ბაზრები დაათვალიერეს.

“საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა. თუმცა, მათი ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.

უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა მომხმარებლებისთვისაც. მოქალაქეები, რომლებიც ღია ტიპის აგრარულ ბაზარს ესტუმრებიან, პირბადეებით უნდა იყვნენ აღჭურვილი. ქუთაისის აგრარულ ბაზრებში ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული და დაცულია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.