სასაფლაოებთან მისასვლელი გზები დღესაც ჩაკეტილი იქნება

საქართველოს მასშტაბით მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სასაფლაოებზე გასვლა ნებადართული ისევ არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია გააკონტროლებს.

მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად შეიკავონ თავი საჯარო სივრცეებში გადაადგილებისგან, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.