Esprit-ი აზიის მასშტაბით მაღაზიებს ხურავს.
კომპანიის აზიის შტაბის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ის რეგიონში 56 მაღაზიას დახურავს, ჩინეთში კი ბიზნესს დროებით „გაყინავს“. ამ გადაწყვეტილებით მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია ცდილობს ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას.
კომპანიის გერმანულმა ფილიალმა მარტში დახმარებისთვის უკვე მიმართა გერმანიის ხელისუფლებას.
რაც შეეხება აზიას, კომპანიაში აცხადებენ, რომ კოროვირუსული პანდემიის ფონზე შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდათ. იმის მიუხედავად, რომ რიგ რეგიონებში მოქმედებს მკაცრი შეზღუდვები, კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა ფაქტობრივად, აღარაა. აზიის რეგიონში Esprit-ს მაღაზიები აქვს სინგაპურში, მალაიზიაში, ტაივანში, ჰონგ კონგსა და მაკაოში. ყველა მათგანი, Financial Times- ის თანახმად, დაიხურება ფისკალური წლის ბოლომდე. რაც შეეხება ჩინეთში მდებარე მაღაზიებს, Esprit-ში განაცხადეს, რომ აჩერებენ ბიზნესს.
ამასთან, როგორც ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, კომპანია გააგრძელებს "საბითუმო და სალიცენზიო ბიზნესს", აქცენტს კი გააკეთებს ევროპულ ბაზარზე.