როდის დასრულდება პანდემია საქართველოსა და მსოფლიოში - განახლებული კვლევა

სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს.

პროგნოზი ვებგვერდზე ddi.sutd.edu.sg გამოქვეყნდა. ამასთან, როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, კვლევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის არის გათვლილი და შესაძლოა, მცირე ცდომელებას შეიცავდეს.

მსოფლიო მონაცემებს შორის საქართველოც მოხვდა. ამ კვლევის მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია 97%-იანი ალბათობით 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით 2020 წლის 25 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი, საქართველოში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება მთლიანად მსოფლიოს, კვლევის მიხედვით, 97%-იანი ალბათობით პანდემია 29 მაისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით კი 15 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი 26 ნოემბერს.

ელზა წიკლაური