ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ აისახა სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული.
კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ძირითადი საკვები პროდუქტებით დახმარებოდა იმ ოჯახებს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით შეეხოთ.
საკვები პროდუქტებით სავსე ყუთები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში 1000 ოჯახს გადაეცემა. ბენეფიციარების სია ყველა რეგიონში ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმდა. “სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ბატონი მაჰირ მამედოვი საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაემგზავრა და კომპანიის მიერ გამოყოფილი დახმარება ჩაიტანა. დღეს, 28 აპრილს, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა კომპანიის მიერ გამოყოფილი საკვები პროდუქტები ქალაქ რუსთავში გადასცა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ შოთა რეხვიაშვილს. „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მხრიდან ანალოგიური დახმარება გაეწიათ შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც. გუშინ, 27 აპრილს, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ბატონმა მაჰირ მამედოვმა საკვები პროდუქტებით სავსე ყუთები გადასცა შიდა ქართლისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულებს. რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს კომპანიის მიერ მიწოდებულ საკვებ პროდუქტებს ადგილობრივი მთავრობა დაურიგებს. ჯამში, სურსათის ღირებულება 100 000 ლარამდეა.
ეს არ არის პირველი ნაბიჯი, რომელიც „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მოსახლეობის მხარდასაჭერად გადადგა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, კომპანიამ StopCovფონდში 200 000 ლარი გადარიცხა. გარდა ამისა, „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ზრუნავს კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებზეც. მათი დიდი ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე, კომპანიის ობიექტებზე კი დაცულია საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების ყველა ნორმა.