არაიდენტიფიცირებული და ინდეტიფიცირებული თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის გაცემის წესი განსახვავებული იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შესაბამისად, განსხვავებული იქნება კომპენსაციის გაცემის ვადებიც.
ინდეტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში კომპენსაცია განაცხადის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გაიცემა, ხოლო არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში მათი იდენტიფიცირებისთვის დამატებით 2 კვირიანი პერიოდია დადგენილი.
„ინდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში ეს იქნება საკმაოდ მარტივი, ათი სამუშაო დღის განმავლობაში დასაქმების სააგენტო დაადარებს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ბაზებს განაცხადს და შესაბამისად, ამ ვადებში მოხდება კომპენსაციის გაცემა.
ხოლო რაც შეეხება არაიდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულებს, ამ შემთხვევაში დასაქმების სააგენტო სამუშო ჯგუფთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადს, აჯგუფებს მათ საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების სპეციფიკის მიხედვით და 2 კვირის განმავლობაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას, ხოლო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე 10 დღის ვადაში მოხდება აღნიშნული თანხის ჩარიცხვა და კომპენსაციის მიღება. დამატებით 2 კვირიანი პერიოდია იმისთვის, რომ არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება მოხდეს მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან,“- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.