BP-მ პირველი კვარტალი 4.365 მლრდ დოლარის ზარალით დაასრულა

ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP-მ პირველი კვარტალი 4.365 მლრდ დოლარის ზარალით დაასრულა. 2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიის მოგება 2.934 მლრდ დოლარი იყო. ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ერთ აქციაზე ზარალმა შეადგინა 0,22 დოლარი. კვარტალური შემოსავლები კი დაეცა 59,54 მლრდ აშშ დოლარამდე (-12% ყოველწლიურად).