იმ შემთხვევაში თუ ღარიბ და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს დახმარებას დროულად არ აღმოუჩენენ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით შესაძლოა მილიარდი ადამიანი დაინფიცირდეს - ამ ინფორმაციას BBC-ი საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 1 მილიარდამდე ადამიანი დაინფიცირდება, მაშინ ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 3 მილიონამდე გაიზრდება.
მათი განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად ღარიბ ქვეყნებს ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ. საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის მტკიცებით, დღესდღეობით კორონავირუსის წინააღმდეგ განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების მოსახლეობაა დაუცველი, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მაგალითად, სირია და ავღანეთი.