ვინ მიიღებს კომპენსაციას და ვის ეკუთვნის საგადასახადო შეღავათები - ანტიკრიზისული გეგმა

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ხელისუფლება ერთის მხრივ დაეხმარება ბიზნესს, რომელმაც სამუშაო ადგილები შეინარჩუნა და მეორეს მხრივ, დასაქმებულებს, რომლებმა კრიზისი გამო სამსახური დაკარგეს. გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია თვითდასაქმებულების ერთჯერადი ფინანსური დახმარებაც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაცია გამართა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მთავრობის გეგმას, თუ ვინ მიიღებს კომპენსაციას და ვის ეკუთვნის საგადასახადო შეღავათები.